ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო 88

+995 592 13 23 12

ddcageorgia@gmail.com / info@ddca.ge

2019 წლის ანგარიში


გთავაზობთ, ორგანიზაციის 2019 წლის საქმიანობის მიმომხილველ ანგარიშს:

მწვანე პოლიტიკის სკოლა

მწვანე პოლიტიკის სკოლა ურბანიზაციის საკითხებზე მიმდინარე პროექტის ერთ-ერთი მთავარი აქტივობაა. სკოლაში 35 მონაწილეა რეგისტრირებული და საჯარო ლექციების/დისკუსიებისა და სახელოვნებო ფორმატების გამოყენების გზით მწვანე სკოლის მონაწილეები ეცნობიან ურბანიზაციის თეორიებს, ქალაქის დაგეგმარების საკითხებს, მწვანე ქალაქის, მწვანე კონცეფციის თემატიკებს და საჯარო/საზიარო სივრცის მნიშვნელობას ადგილობრივი თემისთვის.

ფემინისტური პლატფორმა

2018 წლიდან ქ. ქობულეთში შეიქმნა და ჩამოყალიბდა ფემინისტური პლატფორმა, სადაც ქალები, საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით ქმნიან სოლიდარობისა და თანასწორობის კავშირს. ფემინისტური პლატფორმის მთავარი ამოცანაა ქალთა საჭიროებების გამოვლენა და საჯარო სივრცეში და ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკაში მათი დღის წესრიგში შემოტანა. 

ინგლისური ენის უფასო კურსები

ორგანიზაციამ 2019 წლის ნოემბრიდან დაიწყო ინგლისური ენის საბაზისო უფასო კურსები ადგილობრივი მოსახლეობისთვის. კურსებზე 20-მდე მონაწილეა რეგისტრირებული სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებიდან.

პროექტების წერის უფასო კურსები

ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეთა თანამონაწილეობის გაზრდის მიზნით, აჭარის დემოკრატიული განვითარების ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას უზიარებს ცოდნას პროექტების წერის, დაფინანსების მოპოვებისა და მათი ლოგიკური გამართვის მოდელებს, რათა ხელი შეუწყოს ადგილობრივი სათემო ინიციატივების განხორციელებას რეგიონის მასშტაბით.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *