ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო 88

+995 592 13 23 12

ddcageorgia@gmail.com / info@ddca.ge

ქალთა საჭიროებების კვლევა ქობულეთის მუნიციპალიტეტში


წინამდებარე კვლევა მომზადებულია აჭარის დემოკრატიული განვითარების ცენტრის მიერ, პროექტის ,,ფემინისტური პლატფორმა აჭარის რეგიონში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.

კვლევა წარმოადგენს აჭარის რეგიონში, კერძოდ – ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალურ საჭიროებებისა და მდგომარეობის ზოგად შეფასებას

<მუნიციპალიტეტში არსებული გენდერული სტერეოტიპების და მათი გავლენის შესწავლა ქალების ყოველდღიურ ცხოვრებაზე;
<ქალთა ეკონომიკური მდგომარეობის ზოგადი მიმოხილვა და რესურსებზე ხელმისაწვდომობის შესწავლა;
<მუნიციპალიტეტში არსებული ქალთა დასაქმების მდგომარეობის შესწავლა;
<სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და სხვა ძირითადი საჭიროებების გამოკვეთა;

კვლევისას ეფუძნება რაოდენობრივ მეთოდოლოგიას. პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩატარდა 100 ინტერვიუ სტრუქტურირებული კითხვარის დახმარებით.

სამიზნე ჯგუფი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. (18+ ასაკის).

შერჩევითი ერთობლიობის მოცულობა: 100 ინტერვიუ.

შერჩევის ჩარჩო: 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის განსაზღვრული მაჟორიტარული ოლქების ამომრჩეველთა სრული მონაცემები.

პირველადი შერჩევის ერთეული (PSU): ა) საარჩევნო უბნები ქალაქის სტრატაში;  ბ) სასოფლო სტრატა

მეორადი შერჩევის ერთეულად (SSU) განისაზღვრა შინამეურნეობა.

საბოლოო შერჩევის ერთეულად (FSU) განისაზღვრა თვრამეტი და უფროსი ასაკის მდედრობითი სქესის მოქალაქე.

შერჩევის ცდომილება: 4.5%

საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 3 კვირის განმავლობაში. დაიწყო 2019 წლის 11 ივნისს და დასრულდა 2019 წლის 2 ივლისს. კვლევაში მონაწილეობდა 5 ინტერვიუერი და 2 სუპერვაიზორი. საველე სამუშაოების პარალელურად, მოხდა მისი მონიტორინგი, ჩატარებული ინტერვიუების 15%-მა გაიარა საველე შემოწმება, მონიტორინგისთვის კითხვარები შეირჩა შემთხვევითობის პრინციპით.

ძირითადი შედეგები:

დასაქმების მაღალი მაჩვენებელი მომსახურების სფეროში დაფიქსირდა (დასაქმებულთა 53%).

რესპონდენტების დაახლოებით 54%-ზე მეტი ამ ეტაპზე დაუსაქმებელია.

რესპონდენტების 16% მათ ძირითად საქმიანობად ასახელებენ შემდეგს: საშინაო საქმის შესრულება,სახლის, ბავშვების და ოჯახის სხვა წევრების მოვლა. 

შემოსავლების რაოდენობის მიხედვით:

0-250 ლარამდე ——-  32%
251-600 ლარამდე ——- 41%
601—1000ლარამდე —— 17%
1001-1500 ლარამდე —— 7%
1500+ —— 3%

მომსახურების სფეროში, სახელდობრ, საოჯახო სასტუმროს ბიზნესში დასაქმებული ქალების ნახევარზე მეტი ამ საქმიანობით მიღებულ შემოსავალს არ თვლის პირად შემოსავლებში. ამავე ბიზნესში დასაქმებული ქალების 24% მიუთითებს, რომ ბიზნესიდან შემოსულ თანხას მეუღლე განკარგავს.

რესპონდენტების 47%-საქვს მიმდინარე საბანკო ვალდებულება (სესხი), სესხით ერთხელ მაინც უსარგებლია რესპონდენტების 69.4%-ს.

კვლევის შედეგად, ქალთა შემოსავლების ძირითადი წყაროებია:1.სოციალური დახმარება, პენსია2.მოკლევადიანი საბანკო კრედიტები3.საშინაო ბიზნესი●●●

უძრავ ქონებას, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სახით, რესპონდენტების მხოლოდ 23% ფლობს.

რესპონდენტები არ განასხვავებენ ოჯახის ქონებას, საკუთარი ქონებისგან. 

ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხები

•რესპონდენტების 58% ამბობს, რომ სექსუალურ და რეპროდუქციულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმირებულები არ არიან და ამასთან, ერიდებიან ექიმთან მისვლას, კონფიდენციალობის დარღვევის შიშის გამო.•რესპონდენტების 61%-ს აქვს სურვილი, რომ მიიღოს დამატებითი ინფორმაცია სექსუალური და რეპროდუქციულ საკითხებთან მიმართებაში. •მხოლოდ ყოველი მეშვიდე რესპონდენტი იტარებს გეგმიურ/პერიოდულ გამოკვლევებს წელიწადში მინიმუმ ერთხელ.

განწყობებთან დაკავშირებული საკითხები

•რესპონდენტების 48% მთავარ ღირებულებად განათლებასგანსაზღვრავს.•რესპონდენტთა 36% მიიჩნევს, რომ ოჯახზე ზრუნვის გამო,დასაშვებია ქალმა უარი თქვას პირად კარიერულ წინსვლასა თუ განათლების მიღებაზე.•რესპონდენტების მხოლოდ 6% მიიჩნევს, რომ აბორტი ნებისმიერ შემთხვევაში დასაშვებია და გადაწყვეტილებაში უფრო მნიშვნელოვანი ქალის აზრია.•გამოკითხული რეპსონდენტების მხოლოდ 39%მონაწილეობს არჩევნებში, 12%-ს ერთხელ მაინც მიუღია მონაწილეობა საჯარო მანიფესტაციასა ან აქციებში. 

კვლევის ავტორები: ანა კახიძე; მედეა მოწყობილი    

კვლევის ასისტენტი: ნინო ოთიაშვილი; თამთა ბეჟანიძე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *