ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო 88

+995 592 13 23 12

ddcageorgia@gmail.com / info@ddca.ge

პროექტის წერის უფასო სასერტიფიკაციო კურსი


ა(ა)იპ აჭარის დემოკრატიული განვითარების ცენტრი გთავაზობთ პროექტების წერის უფასო სასერტიფიკატო კურსს!

პროგრამის მიზანი: სწორად დაწერილი, პრობლემებზე ორიენტირებული და სათანადო კრიტერიუმებით შეფასებული პროექტი მოითხოვს ისეთი უნარების ფლობას, რომელიც ავტორს დაეხმარება შექმნას წარმატებული პროექტი. მთავარი ასპექტებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების ხარჯზე მოიპოვოს დაფინანსების გზები. ტრენინგის პროცესში მონაწილეები თეორიულ მასალასთან ერთად, პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით დაწერენ მცირე პროექტებს და მოამზადებენ მას წარსადგენად. მსმენელები: კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გაეცნოს  პროექტების წერის ტექნიკას და გაიუმჯებოსოს მისი ეფექტურად წერის უნარები. კურსი განკუთვნილია ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პედაგოგებისთვის.

თემატიკა:
რატომ უნდა შევქმნათ პროექტი
რა მიზანს ემსახურება პროექტი
რა საშუალებებით შეგვიძლია მისი წარმატებულად განხორციელება
როგორ დავაზღვიოთ რისკები
ბიუჯეტის შედგენის ტექნიკები
როგორ შევაფასოთ პროექტი

აღნიშნული სასწავლო მოდულის გავლის შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ:

  • დამოუკიდებლად განსაზღვრონ და დაიცვან ყველა ძირითადი საერთაშორისო   სტანდარტები, რაც აუცილებელია საგრანტო პროექტების შედგენისათვის.
  • აწარმოონ პროექტის ბიუჯეტისა და დროის ზუსტი გამოთვლა. 
  • წინასწარ გაითვალისწინონ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული  რისკები და განსაზღვრონ მათზე რეაგირების სტრატეგია.
  • ეფექტური კომუნიკაციის დაგეგმარებისათვის დოკუმენტაციის შედგენას და ადამიანური რესურსების ეფექტურად განაწილებას. 
  • პროექტის მოცულობის რეალისტურად განსაზღვრას და აღნიშნულის ეფექტურად ასახვას მისი დაგეგმარების პროცესში. 
  • მსმენელებს ეცოდინებათ  სიტუაციის ანალიზ ის /პრობლემის განსაზღვრის და  პროექტის მიზნებისა და ამოცანების ჩამოყალიბების ძირითადი ტექნიკები;
  • ეცოდინებათ, როგორ განსაზღვრონ რეალისტურად  პროექტის მოცულობა  და როგორ ასახონ ეს დაგეგმარების პროცესში;
  • ეცოდინებათ პროექტების განხორციელების ძირითადი გზები, მეთოდები და აქტივობები ;
  • ეცოდინებათ, როგორ შეიმუშაონ  პროექტის მდგრადობის და დისემინაციის სტრატეგია;

კურსის ხანგრძლივობა: 3 მოდული (თითოეული მოდული მოიცავს ინტენსიურ ტრენინგს 2 დღის განმავლობაში) + პრაქტიკული დავალებები.
კურსში მონაწილეობა უფასოა.
რეგისტრაცია გაგრძელდება 26 სექტემბერი – 18 ოქტომბრის პერიოდში.

კურსი განსაკუთრებით სასარგებლო იქნება მოქმედი პედაგოგებისთვის, სტუდენტებისთვისა და საჯარო სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის.

 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი ორენოვანი სერტიფიკატი!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *