ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო 88

+995 592 13 23 12

ddcageorgia@gmail.com / info@ddca.ge

ინგლისური ენის უფასო კურსი


ა(ა)იპ “აჭარის დემოკრატიული განვითარების ცენტრის” მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა აცხადებს რეგისტრაციას ზოგადი ინგილისური ენის სწავლების ინტენსიურ კურსზე.

ორგანიზაცია პირველ ეტაპზე გეგმავს ჯგუფების გახსნას შემდეგი დონის მიხედვით:

Elementary. (A2)

დონის განსაზღვრა:
ინგლისური ენის შესწავლის მსურველების დონის განსაზღვრა მოხდება ტესტირების (Placement Test) საფუძველზე. სასურველია, ინგლისური ენის A1 (დამწყები) დონის ცოდნა.
ტესტირება ჩატარდება 16 ოქტომბერს.

სწავლების მეთოდები:
შემუშავებული პროგრამა ეყრდნობა ინგლისური ენის შესწავლის ყველაზე ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ მეთოდიკას, რომელიც მოიცავს ოთხივე ენობრივი ასპექტის (კითხვა, მოსმენა, წერა, ლაპარაკი) განვითარებასა და ჩამოყალიბებას.

სწავლება უფასოა!
სწავლების ხანგრძლივობა: ორი თვე, 16 გაკვეთილი.
გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 2 დღე, ქ. ქობულეთში, 18:00-20:00სთ-ის ინტერვალში, თუმცა დროის ცვლილება შესაძლებელი იქნება ჯგუფთან შეთანხმებით.
პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა
მიმდინარეობს რეგისტრაცია! რეგისტრაცია დასრულდება 12 ოქტომბერს, 23:00სთ-ზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *