ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო 88

+995 592 13 23 12

ddcageorgia@gmail.com / info@ddca.ge

წევრების მიღება ორგანიზაციაში


,,აჭარის დემოკრატიული განვითარების ცენტრი” სათემო ორგანიზაციაა, რომელიც ჩამოყალიბდა 2018 წელს. ორგანიზაციას სამი ძირითადი მიმართულება აქვს და თანდროულოად მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის, ევროინტეგრაციის ხელშეწყობისა და თანასწორობის პოლიტიკის საკითხებზე. 

1. მონაწილეობითი დემოკრატია – პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციონირებას, გაზარდოს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებისა და ცნობიერების შესაძლებლობები თემში მონაწილეობის პრაქტიკების მხრივ და ამასთან, სხვადასხვა საჭიროების ინიცირების გზით, მოახდინოს მოქალაქეთა ჩართვა თემის მმართველობაში;

2. თანასწორობის პოლიტიკა – პროგრამის მიზანია სამართლიანი, თანასწორი და ღირსეული, უფლებრივი საზოგადოებრივი გარემოს შექმნა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის. პროგრამის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტში პირველად შეიქმნა ქალთა ფემინისტური პლატფორმა, რომელიც ადგილობრივ დღის-წესრიგში ქალთა საჭიროებების დანერგვაზე და აქტუალიზებაზე აკეთებს აქცენტს.

3. ურბანული პოლიტიკა – აჭარის დემოკრატიული განვითარების ცენტრის ახალი ინიციატივაა, რომელიც ადგილობრივ თემში საზოგადოებას სთავაზობს სივრცეს ურბანული განვითარების საკითხებზე მუშაობის, არსებული პრობლემების გააზრების და უკეთესი სტრატეგიების განსაზღვრისთვის.

იხილეთ ინფორმაცია მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ: პროექტები

ორგანიზაცია აცხადებს წევრების მიღებას, რომლებიც გადანაწილდებიან ორგანიზაციის მიერ აქტიურ სხვადასხვა პროექტებისა და აქტივობების მიხედვით საორგანიზაციო ჯგუფებში. ორგანიზაციის წევრობა უფასოა, ორგანიზაცია მუდმივად უზრუნველყოფს ახალი წევრების დასაქმებას მიმდინარე პროექტებში რელევანტურ პოზიციებზე.

ორგანიზაცია, ამ ეტაპზე, ფუნქციონირებს ქობულეთის მუნიციპალიტეტში. წევრების პირველი ნაკადი ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანებისთვის ცხადდება. ასაკობრივი შეზღუდვა 18-40 წელი.

თუ თვლით, რომ იზიარებთ ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პროგრამული მიმართულებების ხედვებს და გსურთ თქვენი წვლილი შეიტანოთ ჩვენს მუშაობაში, შეავსეთ წინამდებარე ელექტრონული ფორმა. ვადის ამოწურვის შემდეგ, ორგანიზაცია თავად დაუკავშირდება კანდიდატებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *