ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო 88

+995 592 13 23 12

ddcageorgia@gmail.com / info@ddca.ge

თბილისის ფორუმი ადამიანის უფლებებისთვის


,,აჭარის დემოკრატიული განვითარების ცენტრი” მონაწილეობას იღებს ფორუმში ,,თბილისის ფორუმი ადამიანის უფლებებისთვის”.

ფორუმი გაიმართება 16 ივლისს, ქ. თბილისში.

ღონისძიების შესახებ 

ღონისძიების მიზანია რეგიონებში ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე  ორგანიზაციების და აქტივისტების შეკრება თბილისში, რითაც შეიქმნება ინფორმაციის და კონტაქტების გასაზიარებელი პლატფორმა, ასევე საფუძველი ჩაეყრება მომავალ თანამშრომლობას.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ ორგანიზაციებთან ერთად, 2019 წლის ფორუმი უმასპინძლებს ძლიერ და აქტიურ ქალებს, რომლებიც იბრძვიან სხვისი უფლებების დასაცავად, სოციალური პრობლემის მოგვარებისთვის. თუმცა, მათი საქმიანობა თუ ის პრობლემები, რის წინააღმდეგაც იბრძვიან, ნაკლებად არის ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ფორუმის მონაწილე ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ მიმდინარე აქტივობების და პროექტების შესახებ ინფორმაცია, ასევე ბეჭდური მასალა სპეციალურად მოწყობილ სტენდებთან. გარდა ამისა, მათ ექნებათ უნიკალურ შესაძლებლობა გააზიარონ ინფორმაცია და დაამყარონ კონტაქტები ღონისძიებაზე დამსწრე სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

ფორუმის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია საქართველოში, განსაკუთრებით კი რეგიონებში ადამიანის უფლებების სფეროში არსებული გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღების შესაძლებლობა ექნებათ ფორუმში მონაწილე ორგანიზაციებსაც. გარდა ორგანიზაციებისა,  დისკუსიაში ჩაერთვებიან აქტიური ქალებიც, საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები, რომელთა ინდივიდუალურ საქმიანობას ნაკლებად იცნობს ფართო საზოგადოება.

ფორუმის პარალელურად მოეწყობა ფოტოკონკურის „უცნობი პორტრეტები: ქალები და აქტივიზმი“  შერჩეული ფოტოების გამოფენა, ასევე გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *