ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო 88

+995 592 13 23 12

ddcageorgia@gmail.com / info@ddca.ge

ანაზღაურებადი სტაჟირება ,,აჭარის დემოკრატიული განვითარების ცენტრში”


,,აჭარის დემოკრატიული განვითარების ცენტრი” აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ორგანიზაციაში პროექტების ასისტენტის პოზიციაზე.

,,აჭარის დემოკრატიული განვითარების ცენტრი” ქობულეთის მუნიციპალიტეტში შექმნილი სათემო ორგანიზაციაა, რომელიც ჩამოყალიბდა 2018 წელს. ორგანიზაციას სამი ძირითადი მიმართულება აქვს და თანდროულოად მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის, ევროინტეგრაციის ხელშეწყობისა და თანასწორობის პოლიტიკის საკითხებზე. 

1. მონაწილეობითი დემოკრატია – პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციონირებას, გაზარდოს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებისა და ცნობიერების შესაძლებლობები თემში მონაწილეობის პრაქტიკების მხრივ და ამასთან, სხვადასხვა საჭიროების ინიცირების გზით, მოახდინოს მოქალაქეთა ჩართვა თემის მმართველობაში;

2. თანასწორობის პოლიტიკა – პროგრამის მიზანია სამართლიანი, თანასწორი და ღირსეული, უფლებრივი საზოგადოებრივი გარემოს შექმნა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის. პროგრამის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტში პირველად შეიქმნა ქალთა ფემინისტური პლატფორმა, რომელიც ადგილობრივ დღის-წესრიგში ქალთა საჭიროებების დანერგვაზე და აქტუალიზებაზე აკეთებს აქცენტს.

3. ურბანული პოლიტიკა – აჭარის დემოკრატიული განვითარების ცენტრის ახალი ინიციატივაა, რომელიც ადგილობრივ თემში საზოგადოებას სთავაზობს სივრცეს ურბანული განვითარების საკითხებზე მუშაობის, არსებული პრობლემების გააზრების და უკეთესი სტრატეგიების განსაზღვრისთვის.

სტაჟირების პერიოდი: 2019 წლის აგვისტო – 2019 წლის ოქტომბერი

სტაჟიორებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებების ორგანიზებაში ან/და ფაქტებზე დამყარებული ადვოკატირების კამპანიის/კვლევის განხორციელებაში.

სტაჟირება მოიცავს სასწავლო პრაქტიკასაც, მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები პროექტების ორგანიზების, ფანდრაიზინგისა და სხვა რელევანტური მიმართულებებით.

სამუშაო საათები თავისუფალია და შეთანხმდება თითოეულ აპლიკანტთან ინდივიდუალურად.

სტაჟირების ვადის დასრულების შემდგომ მონაწილის კანდიდატურა განიხილება ორგანიზაციის სხვა შტატიან პოზიციაზე დასაქმების კუთხით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: ddcageorgia@gmail.com ; განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 20 ივლისი.