ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო 88

+995 592 13 23 12

ddcageorgia@gmail.com / info@ddca.ge

მწვანე სივრცე: ქალაქი და პოლიტიკა


სკოლაში “მწვანე სივრცე: ქალაქი და პოლიტიკა” მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16 წლის ასაკიდან პირებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ურბანიზაციით, ქალაქდაგეგმარებითი საკითხებით, ქალაქის სოციოლოგიითა და მწვანე პოლიტიკით. სკოლის მონაწილეები შეძლებენ ახალი ცოდნის მიღებისა და კავშირების დამყარების შესაძლებლობას.

სკოლაში ლექციებს წაიკითხავენ, როგორც ურბანულ საკითხებზე მომუშავე დარგის სპეციალისტები (მკვლევარები, პროფესორები), ასევე, ინტერდისციპლინური დარგების (ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტურის ისტორიკოსები, სამოქალაქო ინჟინრები, სოციოლოგები) წარმომადგენლები.  გარდა, საჯარო ლექციებისა, სკოლა მოიცავს კვლევით ნაწილში ჩართვას, სოციალური არტ-პროდუქტების მომზადებას და საჯარო სივრცეში მათ წარდგენას. 

სკოლის მონაწილეებს აჭარის დემოკრატიული განვითარების ცენტრი მისცემს გააგრძელონ ურბანულ თემებზე მუშაობა მცირე კვლევების ან პროექტების განხორციელების გზით.

სკოლაში მონაწილეობის მიღება უფასოა.

სკოლის ფარგლებში დაგეგმილი ლექციები, სემინარები და სხვა ტიპის აქტივობები ჩატარდება ქ. ქობულეთში.

რეგისტრაცია იწარმოებს 2019 წლის 29 ივნისიდან – 25 ივლისის ჩათვლით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *