ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო 88

+995 592 13 23 12

ddcageorgia@gmail.com / info@ddca.ge

ფემფესტი ბათუმში • FemFest in Batumi


☘️ ,,აჭარის დემოკრატიული განვითარების ცენტრი” მონაწილეობას მიიღებს ფემინისტურ ფესტივალში, რომელიც გაიმართება 5-7 ივლისს, ქალაქ ბათუმში.

იხილეთ Facebook ივენთი: https://www.facebook.com/events/2359187397652382/

5-7 ივლისს, „ქალთა ფონდი საქართველოში“ ბათუმში რიგით მესამე ფემინისტურ ფესტივალს გამართავს. ფესტივალის წლევანდელი თემა სოლიდარობაა და დაგეგმილი თითქმის ყველა ღონისძება მასთან იქნება კავშირში.

ფესტივალი 5 ივლისს, 15:00 საათზე თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, ინტერაქციული პანელით გაიხსნება, სადაც მომხსენებლები სოლიდარობის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

17:00 საათიდან ფესტივალი 6 მაისის პარკში გადაინაცვლებს.

სადაც სამივე დღის მანძილზე არაერთი აქტივობაა დაგეგმილი:

ფემინისტური ქვიზები – ინტელექტუალური თამაში იმ ქალებისა თუ მოვლენების შესახებ, რომელზეც მეტი უნდა ვიცოდეთ;

FEMx – TEDx-ის ინსპირაციით შექმნილი შესაძლებლობა ადგილობრივი ქალებისთვის, მოკლედ გაუზიარონ აუდიტორიას საკუთარი ცხოვრების, წარმატების, გამოცდილების შესახებ;

ცოცხალი ბიბლიოთეკა – სხვადასხვა შეხედულებების და თაობის წარმომადგენელი ფემინისტები ცალ-ცალკე მაგიდებთან შეხვდებიან, გაესაუბრებიან და უპასუხებენ დაინტერესებულ სტუმართა შეკითხვებს.

მეორე დღის ბოლოს მოეწყობა ფემინისტური ტური – მსურველები წინასწარ დაგეგმილი მარშრუტის სხვადასხვა ლოკაციას ეწვევიან და გიდისგან ადგილზევე შეიტყობენ, თუ რატომ არის ის მნიშნელოვანი, განსაკუთრებით ფემინისტებისთვის.

ფესტივალზე ყურადღება გამახვილდება სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და ამ კუთხით ქალების ურთიერთმხარდაჭერის აუციელბლობასა და საჭიროებებზეც.

მოგვიანებით ჩატარდება ციფრული უსაფრთხოების ვორკშოპი, სადაც დამსწრეები თეორიულად და პრაქტიკულად ისწავლიან, როგორ უნდა დაიცვან საკუთარი პირადი მონაცემები და უსაფრთხოება ონლაინ.

ფესტივალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია წიგნის “sHERos – ქალები აგვისტოს ომიდან”, კვლევის „“ქალები ქართულ პრესაში” და წიგნის “ფემინისტური საკითხავი” პრეზენტაციები.

ფემინისტური ფესტივალი ქალთა ფონდმა საქართველოში პირველად 2017 წელს, ქ. ქუთაისში ჩაატარა, ხოლო გასულ წელს, თემით „ჩაგვრა და პრივილეგია“ თელავს ესტუმრა.

„ქალთა ფონდი საქართველოში“ გრანტის გამცემი ორგანიზაციაა, რომელიც განსაკუთრებულად ცდილობს რეგიონში მცხოვრები ქალების მხარდაჭერას, გაძლიერებას და მათი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას. სწორედ ამიტომ, ფემინისტური ფესტივალის სხვადასხვა რეგონში ჩატარება ორგანიზაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.