ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო 88

+995 592 13 23 12

ddcageorgia@gmail.com / info@ddca.ge

ფილმის ჩვენება და დისკუსია


6 თებერვალს, 17:00-ზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მუზეუმში (ყოფილი კინოს შენობა) გაიმართა ფილმის ,,საათები” ჩვენება, ფილმის ჩვენებამდე ,,ფემინისტური პლატფორმის” წევრებმა წაიკითხეს ვირჯინია ვულფის ესეი ,,საკუთარი ოთახი”. კითხვის წრისა და ფილმის ჩვენების შემდეგ რელევანტური საკითხების გარშემო გაიმართა დისკუსია.

ღონისძიება ჩატარდა Women’s Fund in Georgia (ქალთა ფონდი საქართველოში) ფინანსური მხარდაჭერით.

ფილმის აღწერა:
ამბავი მწერალ ვირჯინია ვულფზე და რომან “მისის დოლოუეიზე”, რომლის სიუჟეტიც წლების შემდეგ მის მკითხველ სხვადასხვა თაობის ქალების ცხოვრებასთან იკვეთება. დიდი ფემინისტი მწერალი არ მოერიდა გულახდილად ეთქვა, რა ბობოქარი ემოციები და ბრძოლა მიმდინარეობს გარეგნულად მშვიდი და ერთგული ქალის სულში, რად უჯდება მას ყველასთვის მოსაწონი სახის შენარჩუნება და რომ ქალის სურვილი, იყოს საკუთარ თავთან ჰარმონიაში, თავისუფალი და ბედნიერი, ნებისმიერ თაობაში მნიშვნელოვანია.