ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო 88

+995 592 13 23 12

ddcageorgia@gmail.com / info@ddca.ge

ფემინისტური პლატფორმა


ორ თვიანი შიდა მუშაობების შედეგად, 2019 წლის 16 იანვარს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ქალთა ფონდის მხარდაჭერით, ჩამოყალიბდა პირველი, სოციალური თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული ფემინისტური პლატფორმა;

პლატფორმის მიზანია რეგიონში არსებული პრობლემების ირგვლივ გააერთიანოს სხვადასხვა ჩაგვრის გამოცდილების მქონე ქალები და ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობითი მექანიზმების გამოყენებით მოახდინოს ქალთა საჭიროებების ადვოკატირება. პლატფორმა, შიდა დემოკრატიული მექანიზმების გამოყენებით, დამოუკიდებლად განსაზღვრავს საკუთარ დღის წესრიგს და ის პირველ რიგში, ადგილობრივი გამოცდილებიდან და პერსპექტივებიდან იქნება ნაწარმოები.

პლატფორმის უმთავრესი მიზანია არა მხოლოდ აქტივისტური და წინააღმდეგობრივი მუხტის შექმნა და საჭიროებებზე დაფუძნებული ადვოკატირების კამპანიის წარმოება, არამედ მისი წევრების გაძლიერება ცოდნებისა თუ გამოცდილებების გაზიარების გზით, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში კრიტიკული ფემინისტური აზრის გაჩენას;

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *