ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო 88

+995 592 13 23 12

ddcageorgia@gmail.com / info@ddca.ge

კვლევა – ახალგაზრდების ღირებულებები და მონაწილეობა


,,ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს” მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამის, ფინანსური მხარდაჭერით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩატარდება რაოდენობრივი კვლევა ,,ახალგაზრდების ღირებულებები და მათი დამოკიდებულება ადგილობრივ თემში ჩართულობის მიმართ”.

რაოდენობრივი კვლევა კომპლექსური ხასიათის იქნება, კვლევა მოიცავს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებსა და მისწრაფებებს, ღირებულებებისა და ცხოვრების სტილის გარშემო არსებულ საკითხებს.

რაოდენობრივი კვლევა ჩატარდება 2018 წლის ივნისი – აგვისტოს პერიოდში, ჯამში დაგეგმილია 325 პირისპირ ინტერვიუს ჩატარება, სტრუქტუირებული კითხვარის საშუალებით. ინსტრუმენტმა უკვე გაიარა წინასწარი პილოტირება.  კვლევის უმთავრეს ფოკუს წარმოადგენს ახალგაზრდა თაობის (18-29) დამოკიდებულების განსაზღვრა თემში ჩართულობის, ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობისა და მონაწილეობითი დემოკრატიის მხრივ. ასევე, კვლევის ფოკუსს წარმოადგენს ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკურ თემებთან არსებული გამოცდილებისა და დამოკიდებულებების შესწავლა, დამოკიდებულება ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ. კვლევა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: განათლება, დასაქმება, დემოკრატია, საგარეო პოლიტიკა, იდენტობა, რელიგია და სხვა მომიჯნავე საკითხები.

კვლევის გენერალურ ერთობლიობას წარმოადგენს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა ახალგაზრდა 18-29 წლის ასაკობრივი კატეგორიიდან.   კვლევის პირველ ეტაპზე, მოხდა მოსახლეობის სტრატიფიკაციული შერჩევა მუნიციპალიტეტის ფარგლებში არსებული ქალაქის, დაბისა და სოფლების მიხედვით, ხოლო მეორე ეტაპზე თითოეულ სტრატაში განისაზღვრა საარჩევნო უბნების (PSU) რაოდენობის განსაზღვრა; განისაზღვრა შიდა მოსაკითხი რესპონდენტების რიცხვი 5 რესპონდენტით. (სულ 65 საარჩევნო უბანი).

გამოყენებული სტრატიფიცირებული შერჩევა ამცირებს კვლევის შერჩევის ცდომილებას. სტრატა წარმოადგენს მეტ-ნაკლებად ერთგვაროვან გარემოს. შერჩევის ცდომილება დამოკიდებულია არამარტო გამოკითხული ანკეტების რიცხვზე, არამედ რესპონდენტების შესასწავლი საკითხისადმი დამოკიდებულების ერთგვაროვნებაზეც. ამიტომ, თუ დავიცავთ სტრატების მიხედვით პროპორციებს, ამით შერჩევითი ერთობლიობა ხდება გენერალური ერთობლიობის წარმომადგენლობითი და, ამავე დროს, უზრუნველყოფს შერჩევის ცდომილების შემცირებას.

მოსალოდნელი, მაქსიმალური ცდომილებაა 2.8% ;

კვლევის პირველადი შედეგები ცნობილი იქნება 2018 წლის აგვისტოს ბოლოს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *