ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო 88

+995 592 13 23 12

ddcageorgia@gmail.com / info@ddca.ge

ინფორმაცია ტრენინგის შესახებ


,,აჭარის დემოკრატიული განვითარების ცენტრი”, ფონდის ,,ღია საზოგადოება საქართველო” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ,,ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ადგილობრივ თვითმმართველობაში”.

გიწვევთ ტრენინგ-კურსზე, რომელიც ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის კონცეფციას, უფლებამოსილებების სახეებს (საკუთარი, დელეგირებული) და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებს. ტრენინგ-კურსზე მონაწილეობის მიღება უფასოა და შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში და არის 18-35 წლის.
ტრენინგ-კურსი ერთ დღიანია, დასწრების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. თუ გსურთ აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობის მიღება მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ddcageorgia@gmail.com ;

გთავაზობთ ტრენინგის გეგმას.
I ნაწილი: რა არის ადგილობრივი თვითმმართველობა?
    ადგილობრივი თვითმმართველობის არსი და სამართლებრივი საფუძვლები;
    ხელისუფლების ვერტიკალური დაყოფა და დეცენტრალიზაციის მნიშნველობა;
    პრაქტიკული სავარჯიშო: ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებების გამიჯვნა
    მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების სახეები: ა) მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები; ბ) მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილებები.
    ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური მოწყობა: საკრებულო, მერია.

II ნაწილი – ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები:
    ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები;
    დასახლების საერთო კრება
    პეტიცია
    სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო
    მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა
    მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა
    სამოქალაქო ბიუჯეტი
    მონაწილეობის საერთაშორისო მაგალითები: ადგილობრივი რეფერენდუმები, საზოგადოებრივი კონსულტაციები, თანამონაწილეობითი დაგეგმვა;
პრაქტიკული სავარჯიშო:  პრობლემის შერჩევა და მისი ადვოკატირება (სიმულაცია)

თარიღი: 13 მაისი, 14:00.
მისამართი: ქ. ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო 90

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *